Advertisements
პოსტები სოციალური ქსელიდან

მივმართავ ჩვენს საამაყო ინფექციონისტ ქალებს, მუნდირის დაცვის კლასტერი არ გვჭირდება

ძალიან გთხოვთ, ნუ გადააყოლებთ თქვენს ამხელა ავტორიტეტს მუნდირის დაცვას,-ასე ეხმაურება პოლიტოლოგი მარინა შენგელია ინფიცირებული ქართველი ექიმის შესახებ ინფექციონისტი ქალების განმარტებებს.

მარინა შენგელია ექიმს, რომელმაც თვითიზოლაცია არ დაიცვა და პაციენტები მიიღო, უპასუხისმგებლოს უწოდებს.

„ვწერ ჩემს მოსაზრებას, ვინმეს მოეწონება თუ არა. კითხვა: კლიკნიკის ექიმი.რომელიც ჩამოვიდა ამერიკიდან, რატომ არ გაუშვით თვითიზოლაციაში და რატომ იღებდა პაციენტებს?

ძალიან გამაკვირვა ჩვენი საამაყო ინფექციონისტი ქალბატონების განმარტებებმა. ენდელაძის თქმით, როცა სამსახურში გამოცხადდა მას ნიშნები არ ჰქონდაოოო. მარინა ეზუგბაიამ კი, როცა მას ჰქონდა კოლეგებთან შეხვედრა, დაავადება არ ჰქონდაოო…

ძალიან გთხოვთ, ახლა მუნდირის დაცვის კლასტერი ნამდვილად არ გვჭირდება, და ნუ გადააყოლებთ თქვენს ამხელა ავტორიტეტს მუნდირის დაცვას!! ან ის ექიმი აეროპორტიდან რატომ არ გაუშვეს პირდაპირ თვითიზოლაციაში? თვითონ იმ ექიმზე აღარაფერს ვამბობ. ის ექიმია? ექოსკოპისტი, რომელმაც არავინ იცის, რამდენი პაციენტი მიიღო…“,-წერს მარინა შენგელია სოციალურ ქსელში.

Facebook Comments
Advertisements

ავტორის შესახებ

Info Postalioni