Advertisements

პაატა იმნაძე განმარტავს, რა შემთხვევებში უნდა მოხდეს კორონავირუსზე ადამიანების შემოწმება

დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მარნეულში ინფიცირებული ქალის შემთხვევას ეხმიანება და აცხადებს, რომ მასთან მკურნალობა საერთაშორისო პროტოკოლის სრული დაცვით წარიმართა.

როგორც იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხდა, არსებობს შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრება, რასაც საქართველოს ყველა ექიმი უნდა მიჰყვეს.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებით განსაზღვრულია ის პირობები, როცა პოტენციური პაციენტის ტესტირება უნდა მოხდეს.

“არ შეიძლება, ერთი ექიმი ერთ რაღაცას უძახდეს ერთ რამეს და საქართველოს სხვა კუთხეში მეორე ექიმი სხვას აკეთებდეს. თუ ეს ქვეყანაში მოწესრიგებული არაა, შესაბამისად, სიტუაციის კონტროლი შეუძლებელი ხდება. ამიტომაც არსებობს შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრება, რომელიც მოწოდებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ამის საფუძველზე ჯანდაცვის მინისტრის საფუძველზე დამტკიცებულია, რა წარმოადგენს შესაძლო შემთხვევას, ანუ როდის იტესტება”,- აცხადებს იმნაძე.

იმნაძე იმ შემთხვევებს განმარტავს, როცა პოტენციურ პაციენტებს კორონავირუსის ტესტი აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ.

.”უნდა დატესტილიყო ყველა საეჭვო სიმპტომის მქონე, ან მოგზაურობის ისტორიის მქონე, ან დადასტურებულ ან სავარაუდოდ შესაძლო ინფიცირებულ კონტაქტში მყოფი ყველა ადამიანი, ან ნებისმიერი მძიმე მწვავე რესპირაციული შემთხვევა.

რა არის მძიმე მწვავე რესპირაციული შემთხვევა, ეს ექიმმა უნდა განსაზღვროს. ამ შემთხვევაში ექიმმა ძალიან სწორედ განსაზღვრა, რომ ის პნევმონიანი პაციენტი მას დაუმძიმდა თუ არა შეგვატყობინა და მომენტარლურად სინჯი იქნა აღებული. ანუ ყველაფერი ჩატარდა ნემისმიერი არსებული პროტოკოლის მიხედვით, რომელიც ეფუძნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს”,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

Facebook Comments
Advertisements