Advertisements
საზოგადოება

პაატა იმნაძე: 65 წელზე მეტი ვარ, მაგრამ მე უნდა ვიმუშაო

“65 წელზე მეტი ვარ, მაგრამ სახლში ვერ დავრჩები, მე უნდა ვიმუშაო”, – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე დასმულ კითხვას, რომლის თანახმადაც კლინიკების ხელმძღვანელობა ასაკოვან ექიმებს სამსახურებში გამოცხადებას სთხოვს.

“ორგვარია მიდგომა. ისიც გავიხსენოთ, რომ ჩინეთში პენსიონერი ექიმები დაბრუნდნენ სამსახურებში, რათა ემსახურათ თავიანთი ქვეყნისთვის. რეკომენდაცია ყველას ეხება ერთნაირად, გინდა ექიმი იყოს და გინდა სხვა პროფესიის ადამიანი. 65 წელზე მეტი ვინც არის, მაქსიმალურად სახლში უნდა დარჩეს  და არ გამოვიდეს გარეთ. მე 65 წელზე მეტი ვარ, მაგრამ მე სახლში ვერ დავრჩები, მე უნდა ვიმუშაო”, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

Facebook Comments
Advertisements

ავტორის შესახებ

Info Postalioni