Advertisements
უცხოური მედია

პუტინი კორონავირუსზე საგანგებო მიმართვით გამოვა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსახლეობას უახლოეს საათებში საგანგებოდ მიმართავს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, პუტინის გამოსვლა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საკითხს შეეხება. პესკოვის განცხადებით, მიმართვის გამო პრეზიდენტმა სანკტ-პეტერბურგში გამგზავრება გადადო და მოსკოვში დარჩა.

პრემიერ-მინისტრის მოადგილის ტატიანა გოლიკოვას განცხადებით, რუსეთში კოროვირუსის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება.

Facebook Comments
Advertisements