Advertisements
უცხოური მედია

რუსეთში covid-19-ის ბინაზე მკურნალობის ალგორითმი დაამტკიცეს

მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტმა დაამტკიცა მკურნალობის ალგორითმი იმ პაციენტებისთვის, ვისაც ახალი კორონავირუსით ინფიცირების მარტივი ფორმა აქვს და სახლის პირობებში იმკურნალებს.

„თუ პაციენტს 38,5-ზე ნაკლებია აქვს ტემპერატურა, სუნთქვითი მოძრაობის სიხშირე 30-ზე ნაკლები, სისხლში ჟანგბადის სატურაცია 93%-ზე მეტი, თავისუფალი სუნთქვა, ამ შემთხვევაში პაციენტი რჩება სახლში“,-ნათქვამია ალგორითმში, რომელიც სამშაბათს დამტკიცდა.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ თუ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ერთ-ერთი არ აკმაყოფილებს პირობას, პაციენტი ჰოსპიტალიზაციას დაექვემდებარება. საავადმყოფოში მოათავსებენ ფეხმძიმეებს, ასევე, პაციენტებს, რომლებიც 65 წელს არიან გადაცილებული, ან სხვა ქრონიკული დაავადება აღენიშნებათ, მიუხედავად იმისა, მსუბუქად მიმდინარეობს ინფექცია თუ არა.

გარდა ამისა, თუ პაციენტი ცხოვრობს ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, რომლებიც რისკის ზონას მიეკუთვნებიან და მისი სხვაგან დასახლების საშუალება არ არსებობს, მასაც გადაიყვანენ საავადმყოფოში. 

პაციენტს სახლში დაენიშნება შემდეგი სახის მკურნალობა: მედიკამენტები ლოპინავირი და რიტონავირი, დიდი ოდენობით სითხე და სიმპტომატური მკურნალობა, კერძოდ, სიცხის დამწევი პარაცეტამოლი. 

პაციენტი გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება, თუ ტესტის პასუხი ორჯერ უარყოფითი იქნება, შუალედი 48 საათია. 

ექიმი ბინაზე ტესტს აუღებს პაციენტს, ვინც ეპიდემიურად არასაიმედო ქვეყნებიდან არის დაბრუნებული, თუ 60 წელს გადაცილებულია ან ქრონიკული დაავადება აქვს. 

Facebook Comments
Advertisements