Advertisements
უცხოური მედია

ტრამპი: ამერიკა აღდგომამდე ჩვეულ რეჟიმს უნდა დაუბრუნდეს

თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი COVID-19-თან დაკავშირებულ ვითარებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამერიკა ჩვეულ რიტმს უნდა დაუბრუნდეს.

“გრიპით და ავტოსაგზაო შემთხვევებით ათასობით ადამიანი იღუპება, თუმცა ამის გამო ქვეყანა არ ჩერდება. ამერიკას ორ კვირას ვაძლევ, აღდგომამდე ჩვეულ რეჟიმს უნდა დავუბრუნდეთ”, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 54 914 შეადგენს, ხოლო ახალი შემთხვევების რაოდენობა 60 აღემატება.

Facebook Comments
Advertisements
თეგები