ქაბულში, ტაძარზე თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქში სიქჰების ტაძარზე განხორციელებულ თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ავღანური გამოცემა „ტოლო ნიუსი“ ქვეყნის უსაფრთხოების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქაბულის შორბაზარის ცენტრალურ რაიონში მდებარე ტაძარში შეიარაღებული პირები ადგილობრივი დროით 07:45 საათზე შეიჭრნენ. გავრცელებული ცნობით, ინციდენტის შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა.

თავდასხმის დროს ტაძარში 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა. თავდამსხმელების უმრავლესობა ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა გაანეიტრალეს, რომელთა შორის თვითმკვლელი ტერორისტებიც იყვნენ, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამი თავდამსხმელი ბრძოლას აგრძელებს.

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა თქვა, რომ თალიბებს თავდასხმასთან არავითარი კავშირი არ აქვთ და მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებენ.

Facebook Comments
%d bloggers like this: