CDC – წვერი ინფიცირების რისკს ზრდის

აშს-ს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრები (US Centres for Disease Control and Prevention — CDC) მოსახლეობას ურჩევენ, მოიშორონ ზედმეტი თმა სახიდან, ვინაიდან ჯანმრთელობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი მოდური ტენდენცია.

ექიმების რეკომენდაციის საილუსტრაციოდ გამოქვეყნდა ცხრილი, რომელზეც გამოსახულია წვერის სხვადასხვა გავრცელებული ვარიანტები.

წითელი ჯვრით აღნიშნულია ულვაშებისა და წვერის ვარიანტები, რომელთა ტარება ეპიდემიის დროს დაუშვებელია, რადგან ინფიცირებას უწყობს ხელს, მწვანე ნიშნები კი შედარებით მისაღებ ვარცხნილობებზე მიუთითებს. 

აღნიშნული ცხრილი ახალი არ არის, ScienceAlert -ის ინფორმაციით, ის 2017 წელს შეიქმნა იმის საილუსტრაციოდ, რომ გრიპისა და სხვა ვირუსებისგან დასაცავად მამაკაცებმა სჯობს, ამ რეკომენდაციით ისარგებლონ. წვერისა და ულვაშის ზოგიერთი ტიპი ხელს უშლის დამცავ ნიღბებსა და რესპირატორებს და ინფიცირების რისკს ზრდის. ამერიკული მედიის ინფორმაციით, სხვა რეკომენდაციებთან ერთად, ურიგო არ იქნებოდა ახალი კორონავირუსისგან თავის დასაცავდ ეს ცხრილიც გაგვეხსენებინა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: