covid-19-ით ინფიცირებული ასაკოვანი ქალის მდგომარეობა გაუარესდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, სამივე შემთხვევა უცხოეთიდან შემოსვლას უკავშირდება. მისივე თქმით, ეს ადამიანები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

მარინა ეზუგბაიამ კორონავირუსით დაინფიცირებული ასაკოვანი ქალის მდგომარეობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დაავადება პროგრესირებს.

„ქალბატონს, რომელსაც თანმდევი ნევროლოგიური დაავადება აქვს, ორმხრივ პნევმონიასთან ერთად უკვე სეფსისიც აღენიშნება“,-განაცხადა მან.

საქართველოში დღეს კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 პირი.

73 ადამიანიდან 9 გამოჯანმრთელებულია.

Facebook Comments
%d bloggers like this: