Advertisements

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი იზრდება

24 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიების აქციების ფასი მზარდია. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

ამ დროისთვის ყველაზე მეტად – 17.65%-ით საქართველოს ბანკის ჯგუფის BGEO-ს აქციების ღირებულება გაიზარდა და ის 9.56 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

დღის განმავლობაში 12%-თ გაიზარდა TBC-ის აქციების ღირებულება და ის ამჟამად 7.13 გირვანქა სტერლინგი ღირს.

“საქართველოს კაპიტალის” აქციების ფასი კი, დღეს 10.81%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 4.1 გირვანქა სტერლინგი გახდა.

ერთადერთი ქართული კომპანია, რომლის აქციების ფასიც შემცირდა, “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფია”, რომლის აქციებიც 1.6%-ით შემცირდა. ამჟამად GHG-ის ერთი აქცია 0.71 გირვანქა სტერლინგი ღირს.

დღეს ზრდას მხოლოდ ქართული კომპანიის აქციები არ განიცდის, მზარდია მთლიანად ლონდონის საფონდო ბირჟის ინდექსიც, FTSE 100 ვაჭრობის დაწყებიდან 4.91%-ით გაიზარდა. FTSE 250-ის ინდექსი კი 5.25%-ით არის გაზდრილი.

bm.ge

Facebook Comments
Advertisements