Advertisements
მედიცინა

ამ დროისთვის საქართველოში covid 19-ის 79 შემთხვევაა დადასტურებული

ამ დროისთვის საქართველოში covid 19-ის 79 შემთხვევაა დადასტურებული, თუ დილის მონაცემებით იყო 77, ახლა  2 დაემატა,-ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით,  ორივე შემთხვევა არის მარნეულის კლასტერი. ერთ-ერთი კი, ორსული ქალია.

„დილის პერიოდში აღებული 10 ტესტიდან ყველა პასუხი უარყოფითია. ჩვენთან რჩება 34 პაციენტი. დღეს გვიან 10 პაციენტის ტესტის პასუხი იქნება. 4 მძიმე პაციენტიდან 1-ის მდგომარეობა შეიძლება ჩაითვალოს კრიტიკულად. ეს არის ასაკოვანი ქალბატონი. უახლოეს დღეებში ველოდებით რამდენიმე ადამიანის გამოჯანმრთელებას“,-აცხადებს მარინა ეზუგბაია. 

Facebook Comments
Advertisements