,,არ დამიწყოთ ახლა ბროკოლიჭამია არსებების გაიდლაინებით ბაასი…”-გია გაბრიჭიძე

,,ძალიან კარგად მუშაობს ხელისუფლება ვირუსის წინააღმდეგ, ამის შესახებ ბევრჯერ დამიწერია და კიდევ დავწერ. არ მომწყინდება, მაგრამ . . .
მაგრამ ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გერეშე პირდაპირ გეუბნებით – დროზე ალაგმეთ ამ ტერორისტთა ბრბო. დროზე ალაგმეთ ეს ბოროტების ბუდე!
არ დავწერ არც მოსალოდნელ რეაქციებს და შედეგებს (თუნდაც ხალხის მხრიდან ლინჩის წესზე). არ დავწერ იმის შესახებ, თუ როგორ ექცევიან ტერორისტებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

ის რაც ზუგდიდში მოხდა, არის ტერორისტული აქტი და არ დამიწყოთ ახლა რაღაც “არასამთავრობოულ”, “რეზოლუცია-სერტიფიკატული” და ბროკოლიჭამია არსებების გაიდლაინებით ბაასი.
დააკავეთ ის კლასტერები ყველა, ჩაუტარეთ შესაბამისი კვლევები, დააჯარიმეთ საგანგებო მდგომარეობის წესების (შეკრების თავისუფლების შეზღუდვა) დარღვევისთვის, ორგანიზაცია 15000 ლარით, თითოეული დამრღვევი 3000 ლარით.

დაიცავით კანონი და ხალხი დაგიცავთ თქვენ”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე

Facebook Comments
%d bloggers like this: