Advertisements

აშშ-ს სენატმა ეკონომიკის სტიმულირებისთვის 2 ტრილიონის გამოყოფას მხარი დაუჭირა

აშშ-ს სენატმა ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებისთვის მასშტაბური ღონისძიებების გატარებაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა. საქმე ეხება კორონავირუსის პანდემიის შედეგების შემსუბუქებას. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

Nusagi

ზედა პალატაში პროექტი ერთხმად მიიღეს- მხარი 96-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ახლა ის წარმომადგენლობით პალატაში უნდა განიხილონ. დონალდ ტრამპმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ მხარს დაუჭერს კორონავირუსთან ბრძოლის ახალ გზებს.

ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც 2 ტრილიონ დოლარს მოიცავს, ამერიკელებისთვის პირდაპირ დაფინანსებას, უმუშევართა დახმარებას, მსხვილ ინვესტიციებს ჯანდაცვაში და კომპანიებისთვის კრედიტების გამოყოფას გულისხმობს.


Facebook Comments
Advertisements

You may have missed