Advertisements
პოლიტიკა

დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო პასუხს აგებინებს სანდრასა და ნაცსექტას ზუგდიდში საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო

დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო პასუხს აგებინებს სანდრასა და ნაცსექტას ზუგდიდში უფასო პირბადეების დარიგებისას საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო!,-ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ზუგდიდში მომხდარ ფაქტს.

„ აქ მყოფმა აღშფოთებულმა დიპლომატებმაც კი მომწერეს – ასეთი თავყრილობის ორგანიზება როგორ შეიძლება?! რატომ მყისიერად არ აღიკვეთა?! ნაცსექტავ, რა მავნებელიც იყავი, უარესი გახდი და უმკაცრეს განაჩენს გამოგიტანს ამომრჩეველი! ნაძირლებო, მერე ეკლესიაში შეკრებაზე წკმუტუნებთ ხომ?..“,-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს ენმ-მ ზუგდიდში სანდრა რულოვსის სახელით, პირბადეები უფასოდ დაარიგა, რისთვისაც საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ქალაქის ცენტრში ასობით ადამიანი გამოიყვანა.

Facebook Comments
Advertisements

ავტორის შესახებ

Info Postalioni

Featured