Advertisements
უცხოური მედია

ინდოეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 649-ს მიაღწია

ინდოეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 649-ს მიაღწია. გამოვლენილი შემთხვევათაგან 13 ლეტალურად დასრულდა.

ინფიცირებულთაგან 602 ინდოეთის მოქალაქე, 47 კი უცხოელია. ვირუსი ყველაზე მეტად მაჰარაშტრასა და ქერალას შტატებშია გავრცელებული, სადაც ვირუსით ინფიცირებულთა ნახევარი ცხოვრობს.

პანდემიის პრევენციის მიზნით, ინდოეთში 25 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, აუცილებლობის გარეშე სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავონ.

Facebook Comments
Advertisements

ავტორის შესახებ

Info Postalioni