Advertisements
პოლიტიკა

კარანტინი და ენმ-ს უპასუხისმგებლო ქმედება ზუგდიდში – ხალხის შეკრება საჩუქრების დარიგების მიზეზით

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ზუგდიდში კარანტინის დროს, უპასუხისმგებლო და დაუშვებელი საქციელი ჩაიდინეს- საჩუქრების დარიგების მიზეზით, ასობით ადამიანი გარეთ გამოიყვანეს და ქალაქის ცენტრში თავყრილობა მოაწყეს,-ამის შესახებ ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია, მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის სახელით, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ხალხს საჩუქრად პირბადეები დაურიგეს, რისთვისაც  ისინი ქუჩაში ერთად შეკრიბეს და საფრთხე შეუქმნეს მათ ჯანმრთელობას. 

„ის, რაც ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრში ხდება, ყოვლად დაუშვებელია, როცა საგანგებო მდგომარეობა, კარანტინია, ეს ადამიანები ქუჩებში კრიბავენ 100-ობით მოქალაქეს.  ენმ-ს წევრები არიგებენ  ვითომდა სააკაშვილის მიერ გამოგზავნილ პირბადეებს, გამოიყვანეს ქალაქის ცენტრში ასობით ადამიანი, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ვირუსის გავრცელება“,-აცხადებს გიორგი შენგელია.

მისივე თქმით, სამართალდამცველები ცდილობდნენ მოქალაქეების დისტანცირებას.

„ამ პარტიის უპასუხისმგებლო ქმედებაზე იმედია, შესაბამის ორგანოებს ექნებათ პასუხი. აქცია 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაც საფრთხის შემცველია მოსახლეობისთვის“,-აცხადებს მერი. 

თვითმხილველების თქმით, პირბადეების დარიგება ყოველგვარი ჰიგიენური ნორმების დაცვის გარეშე მიმდინარეობდა, რაც ასევე ინფქეციის გავრცელების წყაროა.

Facebook Comments
Advertisements

ავტორის შესახებ

Info Postalioni

Featured