ლიკა ალელიშვილი საკარანტინო ზონიდან – მიყვარს ასე გაერთიანებული საქართველო და ჩვენი გმირები

საქართველოს პირველი არხის ჟყრნალისტი ლიკა ალელიშვილი, რომელიც მარნეულსა და ბოლნისში მაუწყებლის გადამღებ ჯგუფთან ერთად მუშაობს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„სპეციალურად მოწყობილ ერთ-ერთ გამშვებ პუნქტთან ვდგავარ, ერთ-ერთი მეთაური მოდის სამხედროებთან და Თითოეულს ეკითხება, ხომ კარგად გრძნობენ Თავს, ხომ ყველამ მიიღო საკვები, რამე პრობლემა ხომ არ აქვთ, ბოლოს ახსენებს, რომ საქართველოს ახლა აქ სჭირდება მათი ყოფნა (მე ვერ მხედავს).

გუშინ დილით, ასევე ერთ-ერთ გამშვებ პუნქტთან მოდის აღმოსავლეთ სარდალი, გენერალი ალექსანდრე კიკნაძე, Თითოეულ სამხედროს ეკითხება რამე პრობლემა ხომ არ აქვთ, Თავს ხომ კარგად გრძნობენ, რომ ამ ვირუსთან ბრძოლას მოვიგებთ!


Შსს-ს Თანამშრომლებს მეთაურები საათში ერთხელ აკითხავენ, საკვებს აწვდიან, კითხულობენ, ხომ კარგად არიან, დღეში რამდენჯერმე აწვდიან პირბადეებს, ხელთათმანს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კი, Თავის მხრივ ყველა მოქალაქეს დაუზარებლად უხსნიან, რა სიმპტომები აქვს კორონას და რატომ უნდა დარჩნენ სახლში. ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში ასე მუშაობენ.

ექიმები 24 საათი მუშაობენ, დასიებული და უძილო თვალებით ყოველდღე კლინიკების გარდა კარდაკარ დადიან და თითოეულ მოქალაქეს სინჯავენ!
მიყვარს ასე გაერთიანებული საქართველო და Ჩვენი გმირები!
Ჩვენი ქვეყანა ❤
Alexander Kiknadze გენერალო, განსაკუთრებული მადლობა “,-წერს ლიკა ალელიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments
%d bloggers like this: