მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში 18 ათასი ადამიანი შემოწმდა, covid 19 არცერთს არ დაუდგინდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გუშინ 15 000 ადამიანი შემოწმდა, ბოლნისის რაინში კი, 3 ათასზე მეტი. შემოწმება სწრაფი ტესტების მეშვეობით მოხდა და ახალი კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდგინდა.

შეგახსენებთ, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო ზომებია გამოცხადებული.

მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლება ბიზმესკომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა არ შეიქმნას სურსათის ნაკლებობა. ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტროც. მუნიციპალიტეტებში 10 000-მდე ნიღაბი დარიგდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: