Advertisements
საზოგადოება

მე-3 პრეზიდენტის ხელშეწყობით, ახალგაზრდების ჯგუფმა პირბადეების შეძენა და დარიგება გადაწყვიტა

მესამე პრეზიდენტის ხელშეწყობით, ახალგაზრდების ჯგუფმა ადგილობრივი წარმოების პირბადეები შეიძინა და მისი დარიგება გადაწყვიტა,-ამის შესახებ ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე ზუგდიდში მომხადრზე საუბრისას აცხადებს

თავის ვიდეომიმართვაში კაპანაძე ამბობს, რომ პასუხიმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან პირბადეების დარიგების დროს პოლიციამ ვერ უზრუნველყო წესრიგი.

„გადაწყვიტეს დაერიგებინათ უსასყიდლოდ და უფასოდ, სოციალურად დაუცველებზე, ომის ვეტერანებზე, მათზე, ვისაც ეს სჭირდება, თორემ სოზარ სუბარს რაც აქვს ისიც უკუღმა უკეთია. როგორც კი ეს სუს-მა გაიგო, გაავრცელა ფეიკნიუსი, თითქოს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ერთი თანამშრომელი დაინფიცირებულია. ეს ტყუილი იყო. ეს იმიტომ გააკეთა, რომ საზოგადოება არ მოსულიყო და არ წაეღო პირბადე, რომელიც მათ სჭირდებოდათ და რომელსაც ხელისუფლება არ აძლევდა. ფეიკნიუსმა არ იმუშავა და ამ ახალგაზრდების ჯგუფმა წარმატებით, და თან სოციალური დისტანციის დაცვით დაარიგეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ზუგდიდში მოეწყო პროვოკაცია და მაშინ, როდესაც ეს ახალგაზრდები სოციალური დისტანციის დაცვით აპირებდნენ დაერიგებინათ პირბადეები, რომელიც ხალხს სჭირდებოდა და ხელისუფლებამ არ დაურიგა, პოლიცია არ დაეხმარა მათ სოციალური დისტანციის დაცვაში. რითაც ადამიანები რისკის ქვეშ დააყენა. ვინ არის ადრესატი იმის, რაც მოხდა, ახალგაზრდების ჯგუფი? თუ პოლიცია, რომელიც პარტიული გახდა. 

სამარცხვინოა მეგობრებო, დღეს დავინახეთ, რომ ამ ხელისუფლებაში პატარა ადამიანებით დაკომპლექტებული ბირთვია. ყველაფერზე მიდიან, რომ ჩაშალონ ეს წარმატებული სოციალური პროექტი. თავად ხომ ვერ ეხმარება და იმათაც პროვოკაციას უწყობენ, ვინც ეხმარება“,-აცხადებს გიორგი კაპანაძე. 

მისივე თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოებას ნაცარი კი არა, შეშა შეაყარა თვალებში. 

Facebook Comments
Advertisements