მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს

Nusagi

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში მოსახლეობისთვის 9 სახის პროდუქტის მიწოდება და მასზე ფასის შენარჩუნება უზრუნველყოფილი იქნება.

“ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში, მოსახლეობისთვის სურსათის შეუფერხებლად მიწოდება მნიშვნელოვანი ამოცანაა. ასევე, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტის – ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, მზესუმზირის ზეთი, ხორბლის ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო – შეუფერხებელი მიწოდება და არ მოხდეს აღნიშნულ პროდუქტზე ფასების სპეკულაციური ზრდა.

ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე ფასის ზრდის რისკის დაზღვევის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა “პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა”. პროგრამას განახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო”, სსიპ “შემოსავლების სამსახურთან” ერთად”, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: