Advertisements
კულინარია

,,ოსპის სუპი კარანტინში მყოფი დიასახლისებისთვის”-მაკა ჭაჭიაშვილი

მაკა ჭაჭიაშვილი დიასახლისებს ოსპის წვნიანის რეცეპტს სთავაზობს :

,,გოგოებო, უგემრიელესი პროდუქტია და თან ყველაფრისთვის სასარგებლო, ამავდროულად დიეტური.

  1. ოსპი (პირადად მე, მუდამ წითელი ოსპის წვნიანს ვაკეთებ)
  2. ხახვი (მე ერთ ცალს ვიყენებ)
  3. სტაფილო (მასაც ერთს ან ერთ-ნახევარს)
  4. მწვანილი (ოხრახუშს ან ქინძს ვამატებ, შეგიძლიათ პიტნაც)
  5. წვნიანისთვის აუცილებელი ინგრედიენტები – მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.
  6. 2 ცალი მოხარშული კარტოფილიც საკმარისია ან სულაც კარტოფილის გარეშე
  7. 2 კბილი ნიორი
  8. ეს ყველაფერი გათვლილი მაქვს 1/5 კგ ოსპის მარცვალზე

თავდაპირველად, საშუალო კუბებად დაჭრილ ხახვს ვშუშავთ ცოტა ზეთში, შემდეგ ვამატებს სქლად გახეხილ სტაფილოს. სტაფილოს მოშუშვის შემდეგ მოშუშულ ბოსტნეულს ვყრით მდუღარე წყალში და ველოდებით მის ხელმეორედ ამოდუღებას, რის შემდეგაც ჩავამატებთ უბრალოდ გარეცხილ და წყალში მოხარშულ ოსპს.

როდესაც ოსპი შერბილდება, წვნიანს შევაზავებთ მარილით და ბოლოს დავუმატებთ წვრილად დაჭრილ მწვანილს. თუ ასეთი სახით არ მოგწონთ შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელის ბლენდერი და დააბლენდეროთ კარგად, რის შემდეგაც ოსპის წვნიანისგან მიიღებთ ოსპის კრემ-სუპს, რომელიც საკმაოდ კარგი და გემრიელია, უბრალოდ კრემ-სუპის შემთხვევაში აკონტროლეთ, რომ ან ძალიან სქელი ან ძალიან თხელი კონსისტენცია არ მიიღოთ, (აუცილებლად სქელი მასა უნდა იყოს შედარებით, ვიდრე თხელი)

დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ! შესაძლებელია დაუმატოთ ცოოტა მშრალი ღვინო, თუნდაც წითელი ან ლიმონის წვენი!

გემრიელად მიირთვით. (პ.ს ოსპი უნდა იყოს აუცილებლად წითელი, აი ასეთი)”

Facebook Comments
Advertisements