62 წლის მარნეულელი ქალის დაინფიცირების წყარო პრაქტიკულად დადგენილია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, 62 წლის მარნეულელი ქალის დაინფიცირების წყარო პრაქტიკულად დადგენილია.

„შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, მარნეულელი ქალბატონის დაინფიცირებული წყარო პრინციპში დადგენილი გვაქვს. კიდევ საჭირო იქნება რამდენიმე გადამოწმება, მაგრამ დაინფიცირების წყარო არის მისი, ვთქვათ, ოჯახის წევრი, რომელიც მანამდე არის შემოსული საქართველოში სხვა ქვეყნიდან. ასე რომ, მისი ინფიცირების წყარო პრაქტიკულად დადგენილი გვაქვს. ჯერჯერობით მარნეულის რაიონში ჩვენ არ გვაქვს ვირუსის ფართო გავრცელება იმიტომ, რომ ყველა ვინც დადებითია, უკავშირდება აი ამ ოჯახურ ახლო კონტაქტებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: