საქართველოში კორონავირუსის სულ 77 დადასტურებული შემთხვევაა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი ახალი პაციენტიდან ერთის ისტორია საფრანგეთს, მეორის კი ამერიკას უკავშირდება. „ერთის ისტორია საფრანგეთისაა, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ზუსტად მე-13 დღეს მოხდა მასთან დაავადების დადასტურება, მეორე პაციენტი ეს არის დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტი. ეს პაციენტიც იყო თვითიზოლაციაში და დაავადების გამოვლენიდან მეორე დღეს მოთავსდა ჩვენს კლინიკაში. მეორე პაციენტი ამერიკული კლასტერია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მიისვე თქმით, გუშინდელი დილის მონაცემებს 5 ახალი შემთხვევა დაემატა, დღეს დილით 77 შემთხვევა გვაქვს.

„აქედან 34 პაციენტი ჩვენთან არის მოთავსებული, 10 გაწერილია, დანარჩენი 33 განთავსებულია 5 მიმღებ სხვა კლინიკაში. ამ 5 მიმღებ კლინიკას კიდევ დაემატა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო და ერთ-ერთი ახალი პაციენტი არის ზუგდიდის საავადმყოფოში, ერთი ბათუმში, ერთი გორში და ორი ჩვენს ცენტრში, 2 ახალი შემთხვევა დაემატა ჩვენს ცენტრს. ჩვენი შემთხვევის ისტორია ამერიკას უკავშირდება, ამერიკის ისტორიის კონტაქტია ჩვენს პაციენტთან დაფიქსირებული“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

საუბარია პაციენტზე, რომელსაც პნევმონიასთან ერთად ჰიპერტონული დაავადება აქვს.

ეზუგბაია ამბობს, რომ სავარაუდოდ გამოსავალი კეთილსაიმედო იქნება.

„ერთ ქალბატონს, რომელსაც პნევმონიასთან ერთად აქვს ჰიპერტონული დაავადება, მისი მდგომაროება რამდენიმე დღეა, სტაბილურია და შეიძლება ვთქვათ, რომ ალბათ გადაილახა ის სიმძიმის პერიოდი და უკვე გამოსავალი ალბათ კეთილსაიმედო უნდა იყოს“ ,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: