აზერბაიჯანში 200 მსჯავრდებული ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში, აზერბაიჯანში 200 მსჯავრდებული გაათავისუფლეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს.

„ყველა გათავისუფლებულ მსჯავრდებულს პატიმრობის ვადის ორი მესამედი ან სამი მეოთხედი მოხდილი ჰქონდა“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

იუსტიცის სამინისტროში აცხადებენ, რომ სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ.

27 მარტის მონაცემებით, აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 122 ადამიანი. სამი გარდაიცვალა.

Facebook Comments
%d bloggers like this: