„არის იმედი, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი 3 პაციენტის გადარჩენაც მოხერხდება“

Nusagi

ჩვენ კლინიკაში სულ 44 პაციენტი მკურნლობდა, მათგან 10 გამოჯანმრთელებული გაეწერა და ეს ძალიან პოზიტიური მოვლენაა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„ერთი გადაცილებულია 80 წელს, ხოლო ორი გადაცილებულია 60 წელს და მათ აღენიშნებათ მძიმე თანმხლები დაავადებები, ორმხრივი პნევმონია და მათი მდგომარეობა სერიოზულია, თუმცა ყველაფერი კეთდება მათი სიცოცოხლის გადასარჩენად. არის იმედი, რომ ამ სამი საციენტის გადარჩენაც მოხერხდება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა შედარებით ნაკლებად მძიმე, ან მსუბუქია“ – განაცხდა თენგიზ ცერცვაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: