ეწინააღმდეგება თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები დაკრძალვის ეკლესიურ წესს?

“ვითვალისწინებთ იმ საფრთხეს, რომელიც საზოგადოებას ახლა ემუქრება. ამიტომ გავითვალისწინებით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. ძალიან ხშირად, როცა ცინკის დახურული კუბოთი ჩამოუსვენებიათ მიცვალებული, იმასაც ვერ ვხსნით ვერანაირად და დახურულ მდგომარეობაში აგვიგია წესი”,-ამის შესახებ ვაკის მაცხოვრის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა მამა საბამ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვის შესახებ, მართლამდიდებლური ეკლესიის წესს არ ეწინააღმდეგება.

“აბსოლუტრურად არ შეუშლის ეს რეკომენდაციები ხელს ადამიანის დაკრძალვას ეკლესიური წესით. ეკლესია ითვალიწინებს ისეთ შემთხვევებსაც, როცა ადამიანი რამდენიე დღის, თვის ან წლის გარდაცვლილია, მაგრამ მას წესს ვუგებთ, რადგან ეს რიტუალი ადამიანის სულისტვისაა და არა ხორცისტვის”,-აღნიშნა მამა საბამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: