თამთა მეგრელიშვილი სააკაშვილზე – უთხარით, რომ ქვეყნის სახელითა და განსაცდელში მყოფი მისი მოქალაქეებით ვაჭრობა ჩადენილ გამოუსწორებელ დანაშაულებებზე გამოუსწორებელი დანაშაულია


სახელმწიფოში აუცილებლობით ნაკარნახევი ზომების პარალელურად , სხვა სახელმწიფოს ტერიტორიებიდან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სპეცრეისით ქვეყანაში დაბრუნება და
სპეციალურ საკარანტინე ზონებში მოთავსება ხდება.
შესაძლოა, ვიღაცეებს ეს არ მოსწონთ, მაგრამ ფაქტია, სახელმწიფო მაქსიმალურად ეფექტურად მართავს პანდემიით გამოწვეულ პროცესებს და სულ მცირე არასერიოზულია
სახელმწიფოს მიერ უკვე ეფექტურად მართული პროცესის მართვისა და მოქალაქეების დაბრუნების დაორგანიზების ინიციატივა სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად ვინმემ საკუთარ თავზე აიღოს.
მით უფრო იმ ადამიანმა რომელსაც, მართალია, თავდაპირველად, ჩემი ქვეყნისთვის ძლიერ რეფორმატორად ვთვლიდი მაგრამ ძალაუფლებამა და გარემოცვამ, გამოუსწორებელ შედეგებამდე მიიყვანა.
ალბათ შეცდომით “დაორგანიზდა” 2006 წელი, როცა ჩვენი მოქალაქეები სატვირთო თვითმფრინავებით რუსეთის ტერიტორიიდან გამოყარეს;
რუსეთთან ომიც რომელიც ასეთი “ორგანიზებით”გამარჯვებად ცხადდებოდა ამ დროს კი, ქვეყანა ბრძოლის ველიდან ჯარისკაცების ცხედრების გამოტანას ვერ ახერხებდა…
არ მგონია ეს ადამინი ინფორმაციულ ვაკუუმში იყოს და გამოდის, კიდევ ვერ იჯერებს, რომ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის მისეული “დაორგანიზება” ქვეყანას მწარე გამოცდილებად დარჩა.
უთხარით, რომ ქვეყნის სახელითა და განსაცდელში მყოფი მისი მოქალაქეებით ვაჭრობა ჩადენილ გამოუსწორებელ დანაშაულებებზე გამოუსწორებელი დანაშაულია“,-წერს იურისტი თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აქვს გეგმა მათ შორის, ფინანსური რესურსი მოძიებული, რათა მასობრივად მოხდეს ხალხის ჩამოყვანა ქვეყანაში, არა სახლებში, არამედ სავალდებულო კარანტინში.

Facebook Comments
%d bloggers like this: