ლევან რატიანი – ჩვენს კლინიკაში სამი ახალშობილი იმყოფება, მათი მდგომარეობა მძიმე, თუმცა მართვადია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის სულ სამი ახალშობილი იმყოფება, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა, თუმცა მართვას ექვემდებარება.

„ჩვენს კლინიკაში ამ ეტაპზე სულ არის სამი ახალშობილი, მათი მდგომარეობა მძიმე, თუმცა მართვადია. კლინიკაში სულ იმყოფება 13 ინფიცირებული, ორი აქედან კლინიკური მედიცინის დეპარტამენტშია. მათი მდგომარეობა დინამიკაში უცვლელია, ეს იმას ნიშნავს, რომ მდგომარეობა მართვადია. ინტენსიურ თერაპიაში მყოფი პაციენტებიდან სამის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია“ ,- განაცხადა რატიანმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: