ლევ ლეშჩენკოს კორონავირუსი დაუდგინდა

პოპულარულ რუს მომღერალს, ლევ ლეშჩენკოს კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის დიაგნოზი დაუდგინდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

მანამდე მომღერლის მეგობარმა, ვლადიმერ ვინოკურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლეშჩენკო ფილტვების ანთების დიაგნოზით საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ვინოკურის თქმით, მომღერალს სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა, თუმცა ექიმებმა მისი მდგომარეობის სტაბილიზება შეძლეს.

ლევ ლეშჩენკო 78 წლისაა.

Facebook Comments
%d bloggers like this: