ნაგვის პარკები დამცავი ხალათების ნაცვლად- აშშ-ს ჰოსპიტლებში დამცავი სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტია

ნიუ-იორკში, მაუნთ სინაის საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე დღის წინ ექთანი COVID-19-ით გარდაიცვალა, მედპერსონალს სამედიცინო ხალათები არ ყოფნის და ექთნების ნაწილი იძულებულია, ერთჯერადი ნაგვის პარკები გამოიყენოს. ამის შესახებ businessinsider წერს და საავადმყოფოს ექთნების ფოტოს აქვეყნებს, რომლებსაც Hefty-ს ბრენდის ერთჯერადი პარკები აქვთ შემოცმული.

„ნიუ იორკ პოსტის“ ინფორმაციით, მანჰეტენზე, მაუნთ სინაის საავადმყოფოში 48 წლის ექთანი ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა. 

ნიუ-იორკი აშშ-ში კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრად რჩება. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: