ნიუ-იორკის ჰოსპიტალში 20 წლის მარიამ კალომლეწავი გარდაიცვალა

ნიუ-იორკის ჰოსპიტალში დღეს დილით 20 წლის ქართველი მოდელი მარიამ კალომლეწავი გარდაიცვალა,- ამის შესახებ ინფორმაციას მარიამის დასახმარებლად შექმნილი ფესიბუქჰგუფი „მარიამისთვის“ ავრცელებს.

„სასწრაფოთ გვჭირდება მთავრობის თანადგომა გარდაცვლილი 20 წლის მარიამ კალომლეწავის გადასასვენებლად საქართველოში.
მარიამი დღეს დილით, 27 მარტს გარდაიცვალა ნიუ იორკის ჰოსპიტალში. კორონა ვირუსის გამო ფრენები არ ხორციელდება და ეს კიდევ უფრო ამძიმებს ამ ენით აღუწერელ მდგომარეობას. დავუკავშირდით საქართველოს საელჩოს ნიუ იორკში და პასუხი შეიძლება არ იყოს აპრილის 2-3 რიცხვამდე.
გთხოვთ, იქნებ ეს ამბავი მთავრობის ყურამდეც მივიდეს და კიდევ ერთი სასიკეთო საქმე გააკეთონ.
წინასწარ მადლობა ყველას“,-წერია განცხადებაში. 

მარიამ კალომლეწავი თბილისიდან ნიუ-იორკში რამდენიმე კვირის წინ გადაიყვანეს, ის მძიმე სენს ებრძოდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: