საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ორსულებიდან COVID -19 ერთს დადასტურებული აქვს, მეორეს პასუხს ელოდებიან

თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ ეტაპზე სამი ორსულია მოთავსებული. აქედან COVID-19 დადებითია მხოლოდ ერთ პაციენტზე. ეს არის 22 კვირის ორსული, რომელიც მარნეულიდან რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. მეორე, 17 კვირის ორსულის ბიოლოგიური მასალა აღებულია და დღეს ელოდებიან პასუხს. მესამეს პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია და ის მალევე დატოვებს კლინიკას.

რაც შეეხება COVID-19-ით ინფიცირებული ორსულის მდგომარეობას, პაატა ჟორჟოლიანის თქმით, ამ ეტაპზე პნევმონია არ არის გამოხატული, თუმცა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკური ჩივილები აქვს.

“შემოვიდა ტემპერატურით, მაგრამ მკურნალობის ფონზე დღეს ტემპერატურა არ აღენიშნება. ორსულობა პროგრესირებს. მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის, ნაყოფზე ტარდება მონიტორინგი. ვნახოთ რა იქნება შემდგომში. პროგნოზის გაკეთება რთულია”, – აღნიშნა პაატა ჟორჟოლიანმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 81 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 13 უკვე გამოჯანმრთელდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: