ამირან გამყრელიძე: თუ კიდევ ეს ერთი თვე ამ დინამიკით ვიარეთ, შეიძლება დიდ პიკში არც შევიდეთ

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვირუსის გავრცელებიდან მეოთხე კვირას შემთხვევების ზრდის დინამიკა დაბალია.

მისივე ინფორმაციით, საზოგადოების მხრიდან რეკომენდაციების დაცვის პირობებში ვირუსის პიკური მატება შესაძლოა არც მოხდეს.

“ჯერჯერობით მატების დინამიკა ქვეყანაში არის მსუბუქი. დამთავრდა 4 კვირა პირველი შემთხვევიდან, მე-5, მე-6 კვირა არის საფრთხილო, განსაკუთრებით მე-7, მე-8 კვირა, თუ კიდევ ეს ერთი თვე ამ დინამიკით ვიარეთ, როგორც მოვდივართ პირველი შემთხვევიდან, შეიძლება დიდ პიკში არც შევიდეთ,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “კურიერთან” საუბარში.

Facebook Comments
%d bloggers like this: