გიორგი გახარიას პირველი კომენტარი სააკაშვილის ინიციატივაზე

საქართველოს მთავრობის მეთაურის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში ემიგრანტების ჩამოყვანის პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება.

მისივე თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქეს, შეუძლია მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ხელისუფლება მათ ორგანიზებულად ჩამოყვანას უზრუნველყოფს.

“საქართველოს ყველა მოქალაქეს, შეუძლია მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ, ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება. საქართველო იყო ერთერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, შეუძლია მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ,” – განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის საქართველოს მესამე პრზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მთავრობას კორონავირუსის პანდემასთან დაკავშირებით, ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: