თბილისის აზერბაიჯანული თეატრიდან 11 თანამშრომელი გაუშვეს

პლატფორმა “სალამ“-ი თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, თურგაი ველიზადეს მიერ თეატრის 11 თანამშრომლის განთავისუფლების ფაქტს ეხმიანება.

„უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ საქართველოს აზერბაჯანელი თემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წუხილი და გამოწვევა სწორედ ამ თეატრთან არის დაკავშირებული. საზოგადოების არაერთი მცდელობის მიუხედავად, თეატრმა დღემდე ვერ შეძლო მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულება. სამწუხაროდ, აღნიშნული თეატრი დღესაც რჩება უსახო და ბინძური პოლიტიკის ასპარეზად, სადაც ხელოვან მსახიობებს არ გააჩნიათ არც რესურსები და არც შესაძლებლობა, რომ ბოლომდე გამოხატონ ეთნიკური აზერბაიჯანელი თემის სათქმელი თავად ამ თემში და მთლიანად საქართველოში. სამწუხაროა, რომ დღემდე კულტურის სამინისტრო საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული და არადემოკრატიული მართვის პრინციპებით ხელმძღვანელობს და თეატრის მსახიობებთან კონსულატიების გარეშე და მათი პოზიციის საწინააღმდეგოდ უნიშნავს სამხატვრო ხელმძღვანელებს. სამხატვრო ხელმძღვანელები კი შეირჩევიან არა პროფესიონალიზმის, ნიჭის და შემოქმედებითი ფანტაზიების საფუძველზე, არამედ შიდა და გარე ძალების და ძალაუფლებების მიმართ ლოალურობის საფუძველზე.

თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანულ დრამატულ თეატრში მიმდინარე კრიზისი გამოწვეულია წლების განმავლობაში სახელწიფოს და კულტურის სამინისტროს არასწორი დამოკიდებულების და ხედვების გამო, და არა ერთი, კონკრეტული სამხატვრო ხელმძღვანელის არასწორი გადაწყვეტილების გამო.

მოვუწოდებთ კულტურის სამინისტროს და შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში სახლეწიფო მინისტრს, რომ სწორად შეაფასონ არსებული სიტუაცია და მოახდნონ სწრაფი და შესაბამისი რეაგირება თეატრში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დღეს არსებული სიტუაციის გათვალისიწნებით, როცა მთელი სახელმწიფო, არასამთავრობო სექტორი, ბიზნესი და აქტივისტები მოვუწოდებთ ყველა საქართველოს მოქალაქეს დარჩნენ სახლებში და არ გაავრცელონ კორონავირუსი. დღეს არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, როცა ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე სახლში დარჩენით შიმშილობის საფრთხის წინაშე დგება. და დღეს არსებული პირობების გათვალისიწნებით, როცა სახელმწიფო მოუწოდებს მცირე ბიზნესებსაც კი, უხელფასო შვებულებაზე არ გაუშვან თანამშრობლები. დასაგმობია, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მან სამსახურიდან გაანთავისუფლა 11 თანამშრომელი, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მიზერულ ხელფასზე, თეატრის სიყვარულით და თავდადებულად იხარჯებოდნენ საქართველოს მრავალფეროვანი კულტურის გასამდიდრებლად.

პლატფორმა „სალამ“-ი სოლიდარობას უცხადებს სამსახურიდან განთავისუფლებულ 11 თანამშრომელს. ჩვენ მოვუწოდებთ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში და დაიცვან განთავისუფლებული თანამშორომლების ინტერესები,-ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments
%d bloggers like this: