მატეო სალვინი: ევროკავშირი გველების და ტურების ხროვად იქცა, გადავიტანთ ამ პერიოდს და ალბათ დაგემშვიდობებით

იტალიის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მატეო სალვინი ევროკავშირს უმოქმედობის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ იტალია როდესაც ჩიხშია შესული, ევროკავშირი მის დახმარებას არ ჩქარობს. ინფორმაციას electiondaynews.it ავრცელებს.

„სიგიჟეა, ევროკავშირი ამბობს, რომ 15 დღე სჭირდება, რათა გადაწყვიტოს, დაეხმაროს თუ არა იტალიას. მაშინ, როდესაც კორონავირუსის გამო, ქვეყანაში ხალხი იხოცება, ხვალ კი, შესაძლოა შიმშილით დაიხოცოს.

„ის ახლა გველების და ტურების ბუდეა, ჩვენ ჯერ ვირუსს დავამარცხებთ და მერე დავფიქრდებით და თუ საჭირო გახდა, დავემშვიდობებით ისე, რომ მადლობასაც არ ვეტყვით“- აცხადებს მატეო სალვინი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: