ნუ მეკეკლუციებიან ტელევიზიებით, ყველამ იცის ჩემი ნომერი, მომწერონ და ყველას რჩევას გავითვალისწინებ, თუ საქმიანი რჩევა იქნება

დიდი ხანია, ამ საქმეში ვარ, ასეთი კარგი კოორდინაცია არ მინახავს, ერთი ჩვენი სიტყვა საკმარისია ნებისმიერი უწყებისთვის, რომ ყველაფერი გაკეთდეს დიდი სიამოვნებით მივიღებ ყველას რჩევას, ნუ მეკეკლუციებიან ტელევიზიებით, ყველამ იცის ჩემი ნომერი, მომწერონ და ყველას რჩევას გავითვალისწინებ, თუ საქმიანი რჩევა იქნება, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, დღეს საკმაოდ კარგი კოორდინაციაა ყველა უწყებასთან და ყველაფერი კეთდება.

„უნდოდათ ტესტები რომ ყოფილიყო ბაზარზე, აი, ბატონო, არის ტესტები, იკეთონ და იყვნენ. არ შემიძლია ლექციების კითხვა. მესმის, რომ თქვენ უნდა დასვათ ის კითხვები, რაც საზოგადოებას აქვს, გააჩნია კიდევ რომელ საზოგადოებას აქვს, მაგრამ თქვენ უნდა დასვათ ეს კითხვები, მერე მე ამას ყველაფერზე უნდა ვუპასუხო, მაგრამ საქმე მაქვს გასაკეთებელი. ყველაფერი რომ მორჩება, მერე ვთქვათ. მე ყველაზე უფრო მეტად შემეშინდა, ყველამ ერთხმად ქება რომ დამიწყეს, მაშინ მივხვდი, რომ ეს არის ორგანიზებული. იცით რამდენი რამე მაქვს ცხოვრებაში ნანახი, ორგანიზებული ქება რომ დაიწყო, მაშინ მივხვდი, რომ ცუდად არის საქმე. არ შეიძლება ყველა ყველაფრისტი იყოს, არ შეიძლება ყველა ყველაფერს აკეთებდეს. დამისვით კითხვები, რაც მე მეხება, რამდენი კონტაქტი მაქვს მოსაძებნი დღეს ბოლო შემთხვევების და იმის წინა შემთხვევების, სად უნდა ვეძებო ეს კონტაქტები, როგორ უნდა გამოვიკვლიო ეს კონტაქტები, ეს არის ჩემი საქმე დღეს. მე ამ საქმეში დიდი ხანია ვარ, მე ასეთი კარგი კოორდინაცია არ მინახავს. ერთი ჩვენი სიტყვა საკმარისია ნებისმიერი უწყებისთვის, რომ ყველაფერი რაც ჩვენ გვჭირდება, ყველაფერი კეთდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: