BBC: რამდენად საშიშია სუპერმარკეტში სიარული ან სახლში მიტანის სერვისი

სუპერმარკეტი ახალი კორონავირუსით დაინფიცირებისთვის იდეალური ადგილია,-ამის შესახებ ვირუსოლოგებზე დაყრდნობით BBC იუწყება.

გამოცემა წერს, რომ ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა სწორედ ეს სიტყვები: „რაც შეიძლება იშვიათად“ და „მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში“ იხმარა, როდესაც პანდემიის დროს სიფრთხილის ზომებზე ისაუბრა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, ისარგებლონ სახლში მიტანის სერვისით.

მაგარამ როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები, რომ რაც შეიძლება უსაფრთხო იყოს მათი სიარული, ან კურიერისგან პროდუქტის სახლში მიღება?

ინფექცია ვრცელდება მაშინ, როდესაც ვირუსით ინფიცირებული ადამიანი აცემინეს, ახველებს, ან საუბრისას გამოაფრქვევს წვეთებს. ამ დროს ვირუსი გარკვეული პერიოდი ჰაერში, მერე კი, ზედაპირზე ეშვება. აი ამიტომაა აუცილებელი დისტანცია. ადამიანს შეუძლია შეისუნთქოს, ან ხელი მოკიდოს ზედაპირს, რომელზეც კორონავირუსია. სასურველია, სუპერმარკეტში ნაკლებად შეეხოთ სხვადასხვა ნივთებს. შეიძინოთ ისეთი საკვები, რომელსაც შემდეგ თერმულად დაამუშავებთ. სახლში მოტანისას, გადააგდეთ პოლიეთილენის პარკი, ბოთლები კი, დადგით ცალკე და არ შეეხოთ 72 საათის განმავლობაში, ან გაწმინდეთ სადეზინფექციო საშუალაბით. სახლში მოსვლისას ხელები დაიბანეთ გამდინარე წყალში, ან იხმარეთ სპირტის შემცველი ხსნარი. 

მიტანის სერვისით სარგებლობისას, პირადად ნუ დაეკონტაქტებით კურიერს, უთხარით, კართან დატოვოს პროდუქტი და უკან გაიწიოს. განსაკუთრებით საშიშია მასალა, რომელშიც პროდუქტია შეფუთული. სწრაფი კვების ობიექტიდან მიტანილი საკვები ამოიღეთ შესაფუთი მასალისგან და გადაიტანეთ თეფშზე, ხელები კი, დაიბანეთ. სენდვიჩები და პიცა გააცხელეთ და ისე მიირთვით. მოერიდეთ კვების ობიეტებში უმი ბოსტნეულით დამზადებული საკვების ყიდვას. 

Facebook Comments
%d bloggers like this: