ათონის მთაზე მოღვაწე ბერს კორონავირუსი დაუდასტურდა

Orthodox Times-ის ინფორმაციით, ათონის მთის მონასტერში მოღვაწე ბერი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, დაახლოებით 60 წლისაა, ის ამჟამად, ΑΧΕΠΑ-ს საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბერები, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

მონასტერი კი უკვე ერთი კვირაა, მომლოცველებისთვის დაკეტილია, რადგან ერთ-ერთმა იტალიელმა პოლიგრიმმა მონასტერში ყოფნის დროს კორონავირუსის სიმპტომები გამოავლინა.

Facebook Comments
%d bloggers like this: