ამირან გამყრელიძე: მადლობას ვეტყვი 2 ადამიანს, რომლებმაც 50 ლარი ჩარიცხეს ანგარიშზე და მოგვიბოდიშეს, მეტი არ შეგვიძლიაო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელმა ამირან გამყრელიძემ ადამიანებს, რომლებმაც მათი ცენტრისა და ზოგადად საზოგადოების მიმართ სოლიდარობა გამოიჩინეს, მადლობა გადაუხდა.

გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღნიშნა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის დროს პოლიტიკაზე საუბარი უადგილოა.

“მიხარია, რომ დღეს მოსახლეობა ძალიან სოლიდარულია, ჩვენთან ბევრი ადამიანი მოდის და გვეხმარება ხალხისთვის. ზოგს საკვები მოაქვს, ზოგმა მანქანები გვაჩუქა საველე სამუშაოებისთვის, ბევრმა კომპიუტერები გადმოგვცა. მადლობა ყველას. მერე მე ამათ ცალკე ვეტყვი მადლობას. ახლა მადლობა მინდა ვუთხრა ორ ადამიანს, რომელების არც გვარს ვიტყვი და არც სახელს, ადამიანებს, რომელებმაც 50 ლარი ჩარიცხეს ჩვენს ანგარიშზე და მომწერეს, მეტი არ შეგვიძლიაო… ხოდა, რად გვინდა ახლა პოლიტიკა, გამაგებინეთ?”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: