საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა,-ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ორივე არასრულწლოვანი ემზადება სახლში წასასვლელად.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად საქართველოში 90 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგანაც უკვე 18 გამოჯანმრთელებულია. 

მისივე თქმით, 2 მძიმე პაციენტის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: