ამირან სალუქვაძე: ავიაკომპანია “SkyUp”, საკმაოდ სკანდალური რეპუტაციისაა, ამ ეტაპზე შეშის გადაზიდვას ვანდობ და არა ჩვენი მოქალაქეების

რაღა უკრაინულავიაკომპანიას ეძახით, ან ქართული აიყვანეთ, ან ის კომპანიები, რომლებიც ჩვენთან ოპერირებენ და მათთან მიმართებაში ღია წყაროებში პრობლემური ინფორმაციები არ არსებობს ავია კომპანია “SkyUp”, საკმაოდ სკანდალური რეპუტაციისაა. ამ ეტაპზე შეშის გადაზიდვას ვანდობ და არა ჩვენი მოქალაქეების. ღია წყაროწბში ასევე მოიძებნება ინფორმაციები SkyUp-თან დაკავშირებული საავიაციო ინციდენტების შესახებ,- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე,

მისი თქმით, სიტუაციაში, როცა მსოფლიო ავია გადაზიდვები კრიზისულადაა შემცირებული, ნებისმიერი ავიაკომპანია იფრენს თვითღირებულებაზე მიმდინარე ხარჯების დასაფარად.

,,ავია კომპანია “SkyUp”, საკმაოდ სკანდალური რეპუტაციისაა. ამ ეტაპზე შეშის გადაზიდვას ვანდობ და არა ჩვენი მოქალაქეების. შარშან ბარიშევსკის რაიონულმა სასამართლომ მგზავრთა უხარისხო მომსახურებებისთვის, რეისების სისტემატური გადადებისთვის ლიცენზია შეუჩერა. რადგანაც ამ სასამართლოს არ აქვს ასეთი უფლებამოსილება, კომპანია კომერციულ გადაზიდვებს აგრძელებს. ღია წყაროებში ასევე მოიძებნება ინფორმაციები SkyUp-თან დაკავშირებული საავიაციო ინციდენტების შესახებ. მაგალითად, შარმ-ელ-შეიხში დაჯდომისას, ზეთის გაჟონვის გამო, შასის აალება და სხვა. ეს ძალიან სწრაფი შესწავლით.

იმ სიტუაციაში, როცა მსოფლიო ავია გადაზიდვები კრიზისულადაა შემცირებული, ნებისმიერი ავიაკომპანია ფრენს თვითღირებულებაზე მიმდინარე ხარჯების დასაფარად (ხელფასები, პილოტების საფრენოსნო პრაქტიკა, ტექმომსახურება), ჰოდა რაღა უკრაინულს ეძახით, ან ქართული აიყვანეთ, ან ის კომპანიები, რომლებიც ჩვენთან ოპერირებენ და მათთან მიმართებაში ღია წყაროებში პრობლემური ინფორმაციები არ არსებობს. მოკლედ, ადროვეთ ხალხს მუშაობა. თუ დახმარება გსურთ, StopCov.gov.ge-ს ანგარიშზე ჩარიცხეთ“,-წერს ამირან სალუქვაძე.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: