გიორგი გახარია – ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ დროს, ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით საკარანტინო რეჟიმი ხვალ, დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება. გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში ხვალიდან იმოქმედებს კომენდანტის საათიც, 21:00-დან დილის 06:00 საათამდე.

Facebook Comments
%d bloggers like this: