ისტორიულ სამშობლოში თამაში კიდევ ერთმა სომეხმა ფეხბურთელმა ისურვა

ბელარუსის უმაღლესი ლიგის „ენერგიას“ ნახევარმცველმა ჰაიკ მუსახიანიანმა კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სურს ითამაშოს თავისი ისტორიული სამშობლოს, სომხეთის ეროვნულ ნაკრებში, რომელიც ერთა ლიგის C2 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქე იქნება.

„სომხურ ფეხბურთს თვალს ვადევნებ. ნაკრებში ესპანელი კაპაროუსის დანიშვნა გუნდს მხოლოდ წაადგება ის ცნობილი პროფესიონალია განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფიით. რა თქმა უნდა, ძალიან მსურს სომხეთის ნაკრებში თამაში, მაგრამ ყველაფერი ჩემზე არაა დამოკიდებული. საუკეთესოდ ჯერ კლუბში უნდა გამოვჩნდე, რომ სასარგებლო ნახევარმცველი ვარ“ – თქვა 22 წლის ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ მარტში ჩვენი მეტოქის მთავარ მწვრთნელად „სევილიას“ ყოფილი დამრიგებელი ხოაკინ კაპაროსი დანიშნეს, რომლის თქმითაც, მთელს ნაკრებისთვის სასურველ მოთამაშეებს მთელს მსოფლიოში მიმოფანტული სომხურ დიასპორაში ეძებს. საინტერესოა, რომ ამჟამინდელ ნაკრებში ერთ-ერთი ლიდერი თავდამსხმელი ალექსანდრე კარაპეტიანია (12 მატჩი, 5 გოლი), რომელიც თბილისშია დაბადებული.

Facebook Comments

ახალი დადებული