კორონავირუსმა ბელორუსისადმი ინტერესი მკვეთრად გაზარდა – პოტენციური აუდიტორია მილიარდზე მეტია

Nusagi

ბელარუსული სპორტის პოტენციური აუდიტორია მილიარდზე მეტი გახდა – ინფორმაციას ბელარუსული გამოცემა „ტრიბუნა“ ავრცელებს.ბელარუსული სპორტისადმი უჩვეულო ინტერესი იმითაა გამოწვეული, რომ კორონავირუსის მიუხედავად, ამ ქვეყანაში სპორტული ღონისძიებები გრძელდება. ამის გამო Belsport- ის (ბელარუსში სპორტული რეპორტაჟები ამ არხზე გადის) ხილვა ბევრ ქვეყანაში ისურვეს, ბევრგან კი ტელერეპორტაჟები შეისყიდეს. რუსული Матч ТВ-მ კი ბელარუსის ჩემპიონატის იუმორისტული ანონსი გააკეთა, სადაც მესი და რონალდუ ბელარუსული ეროვნული ტანსაცმელით შემოსეს.„ბელარუსის უმაღლესი ლიგა ევროპაში ერთადერთი საფეხბურთო ტურნირია, რომელიც კოროვირუსის არ შეუშინდა. ბელორუსის გარდა, მსოფლიოში მხოლოდ ერთი საფეხბურთო ლიგაში თამაშობენ – ლათინური ამერიკაში, ნიკარაგუაში.ასე ნოექცა ბელორუსული სპორტი მსოფლიო ყურადღების ცენტრში და გულშემატკივრები ბელორუსის ჩემპიონატს ყურადღებით აკვირდებიან” – წერს გამოცემა.მიზეზი ისაა, რომ კარანტინი განსაკუთრებით რთული სპორტული არხებისთვისაა – საჩვენებელი არაფერია.

ამან ბელარუსული ჩემპიონატსი აუდიტორია მილიარდამდე გაზარდა: “ამის გამო საკმაოდ ბევრ ქვეყანაში ბელორუსის ჩემპიონატის ჩვენების უფლებები შეიძინეს – უკრაინაში Sport 1-მა და FootballHub-მა. ამის შემდეგ დაიწყო. ჩვენმა ფეხბურთმა შეაღწია რუსული Матч ТВ- ზე, ისრაელის სპორტის 5-ზე, ბალკანურ Sport klub 1-ზე, რომელიც მაუწყებლობს ყოფილი იუგოსლავიის მთელ ტერიტორიაზე, უზბეკურ Sport-ზე, ყაზახური QazSport-სა და ინდოეთშიც კი! სულ პოტენციური აუდიტორია 1,67 მილიარდს აღწევს”გამოცემა არც იმას მალავს, რომ მედიის გიგანტების (ნიუ იორკ თაიმსი, ინგლისური ტაბლოიდები მხოლოდ სპორტით არ ინტერესდებიან: 

„ჟურნალისტებს აღფრთოვანებულები არიან არა ფეხბურთით, არამედ ალექსანდრე ლუკაშენკოს მკვეთრი განცხადებებით. მსოფლიოში გაზეთები ბევრს წერენ ბელორუსის ჩემპიონატის შესახებ, მაგრამ ეს მათზე ისეთ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს, როგორც კორონავირუსისთვის ლუკაშენკოს წამალი – არაყი, ნიორი და ხახვი”.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის ჩემპიონატში სამი ქართველი თამაშობს – სოლიგორსკის „შახტიორში“ გეგა დიასამიძე და ლაშა შინდაგორიძე, ხოლო გროდნოს „ნემანში” – გიორგი ქანთარია. მეორე ტურში გოლები დიასამიძემ და ქანთარიამ გაიტანეს. დიდი ალბათობით, მათი გოლებიც გაცილებით მეტმა ადამიანმა იხილა, ვიდრე ბელარუსები აქამდე იყვნენ მიჩვეულები.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: