მელბურნში covid19-ის სამკურნალოდ, 100 წლის წინ შექმნილი ვაქცინის, ე.წ. ბეცეჟეს გამოცდა დაიწყეს

მელბურნში საუკუნის წინ შექმნილი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა დაიწყეს, ამის შესახებ „ბლუმბერგი“ იუწყება.

მეცნიერები შეეცდებიან, დაადგინონ, რამდენად დაიცავს ვაქცინა აცრილებს კორონავირუსისგან. მსოფლიო ჯანდაცვის ორგნიზაციის ინფორმაციით, ე.წ. ბეცეჟე-მ შესაძლოა, ინფიცირებულებში დაავადება შეასუსტოს და ლეტალური შემთხვევები შეამციროს.

მელბურნის ბავშვთა კვლევის ინსტიტუტის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიგელ კერტისი მსოფლიოს კვლევით ორგანიზაციებს მოუწოდებს, საკითხის კვლევაში ჩაერთონ.

„მას შეუძლია იმუნური სისტემის გაძლიერება და შეუძლია დაიცვას ორგანიზმი მთელი რიგი სხვადასხვა ინფექციისგან, ვირუსებისგან და ბაქტერიებისგან“,-აცხადებს კერტისი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ე.წ. ბეცეჟეს (BCG) გენერალიზებული სარგებელი მოაქვს მთელი იმუნური სისტემისთვის და არა მხოლოდ ტარგეტული დაავადება ტუბერკულოზისთვის. სპეციალისტების თქმით, სანამ covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება გამოგონებული, კარგი იქნება„ბეცეჟეს“ გამოყენება. წინასწარი ანალიზით, „ბეცეჟე“ დიდი ალბათობით, გაამართლებს.

ავსტრალიაში მედიცინის 4 000 მუშაკზე მოხდება ვაქცინის გამოცდა. მათ ნაწილს გაუკეთდება გრიპის აცრა, მეორე ნაწილს კი, გრიპისა დე BCG-ს ერთად. ამ შემთხვევაში პლაცებოს ვერ გამოიყენებენ, რადგან  BCG-ს აცრა კვალს ტოვებს. 

კვლევაში ჩაერთო ნიდერლანდები და გერმანია.

Facebook Comments
%d bloggers like this: