“მომავალი 3-4 კვირა საფრთხილო და საგანგაშო იქნება”

Nusagi

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვირუსის კრიტიკული ფაზის მსუბუქად გადასატანად საზოგადოების მხრიდან ყველა რეკომენდაციისა და რეჟიმის მკაცრი შესრულებაა საჭირო.

გამყრელიძის პროგნოზით, რამდენიმე კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა გარდაუვალი იქნება.

“დღეს ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევბის დიდი რაოდენობის გამოვლინება არ არის ფიქსირებული, მაგრამ როგორც წესი დააავდების გამოვლენიდან მე-5, მე-6, მე-7, მე-8-კვირაში უკვე მოსალოდნელია პიკი და როდესაც ქვეყანაში შიდაგავრცელებაა ეს არის უკვე განგაშის სიგნალია. ამიტომ ჩვენთვის მომავალი 3-4 კვირა ძალიან საფრთხილო და საგანგაშო იქნება. შემთხვევბის მატება, რომ იქნება ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ როგორმე შემთხვევების ნახტომისებრი მატება არ იყოს. ამიტომ არის ყველა ზომების გამკაცრება საჭირო და საგანგებო მდგომარეობის ნორმების დაცვა აუცილებელი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ გადაცემაში “ახალი კვირა”.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: