ოკუპირებული აფხაზეთიდან კორონავირუსის ნიშნებით ქალი ზუგდიდში გადმოიყვანეს

ზუგდიდში აფხაზეთიდან კორონავირუსის ნიშნებით ქალი გადმოიყვანეს. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში covid 19-ის ნიშნებით შუახნის ქალი გადმოიყვანეს. მას ცხელება და ხველა აღენიშნება.

ამჟამად პაციენტი უკვე მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში და მისი მდგომარეობა არის ამ დროისთვის სტაბილური.

სავარაუდოდ ანალიზები ხვალ ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება და პასუხი ცნობილი დღის ბოლომდე გახდება.

ცნობისთვის, კორონავირუსთან ბრძოლაში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, რუხის მრავალპროფილური კლინიკაც ერთვება, – სამედიცინო დაწესებულების აღჭურვის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 28 მარტს გაეცნო.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: