პლასიდო დომინგო კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

ოპერის მომღერალი, ესპანელი ტენორი პლასიდო დომინგო კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით ჰოსპიტალიზებულია.

ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.

79 წლის მომღერალი მეხიკოს საავადმყოფოში მკურნალობს.

როგორც ოპერის ვარსკვლავის პრესსპიკერმა განაცხადა, ის საავადმყოფოში იმდენ ხანს დარჩება, რამდენსაც ექიმები მის სრულ გამოჯანმრთელებამდე ჩათვლიან საჭიროდ.

პლასიდო დომინგომ კორონავირუსის დიაგნოზის შესახებ 22 მარტს განაცხადა.

მომღერალი 2019 წლის შემოდგომაზე ლოს-ანჯელესის ოპერის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც მას რამდენიმე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი.

Facebook Comments
%d bloggers like this: