რა ფუნქცია ექნება ოპერატიული მართვის შტაბს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საყოველთაო კარანტინის გამოცხადების ფარგლებში ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნება.

მისი თქმით, აღნიშნული შტაბი იმუშავებს 24 საათის განმავლობაში და კოორდინაციას გაუწევს იმ გადაწყვეტილებების შსრულებას, რომელსაც მიიღებს უწყებათა შორისი საბჭო.

“უწყებათა შორის შექმნილი საბჭოს პარალელურად შეიქმნა ოპერატიული მართვის შტაბი. ეს იქნება 24 საათიან რეჟიმში მომუშავე უწყება, რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს იმ გადაწყვეტილებების შსრულებას , რომელსაც მიიღებს უწყებათა შრისი საბჭო.

მსგავსი შტაბი შეიქმნება ყველა რეგიონში და მოქალქეებს დღესვე ექნებათ ინფორმაცია შტაბის ხელმძღვანელების შესახებ. ეს უწყება, კოორდინაციას გაუწევს იმას რომ ქვეყანამ გააგრძელოს ფუქნციონირება საკმაოდ მძიმე, საგანგებო მდგომარეობის ფონზე,”- განაცხადა გახარიამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: